ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით და ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს, არიან ძალიან უსამართლო ადამიანები. მე ვუსმენდი სოზარ სუბარს და ჩემთვის იყო სასიამოვნო მოსასმენი, როცა ეს ადამიანი ისეთი პათოსით, ისეთი ემოციით მესაუბრებოდა პატიმრების კვებაზე და გაუმჯობესებაზე, რომ არ არსებობს, ამ ადამიანს ემოცია არ ჰქონდეს. ის არის ჩართული თავიდან ბოლომდე. იმის შემდეგ, რაც სოზარ სუბარმა ჯოჯოხეთი გადაუქცია სამოთხედ პატიმრებს - ეს არის ის შეფასება, რომელსაც თვითონ პატიმრები ამბობენ, მათ ახსოვთ, რა იყო გასულ წელს და რა არის ახლა სოზარ სუბარის პირობებში - ამის შემდეგ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოწყობა არის ძალიან ცუდი საქციელი
ღარიბაშვილი: სოზარ სუბარმა ჯოჯოხეთი გადაუქცია სამოთხედ პატიმრებს
tbl.ge/13sz
დაკოპირდა





