თეორემა

ოლიმპიადის გახსნა / ამერიკელი დიპლომატების ფარული სატელეფონო ჩანაწერი

რუსეთის ისტორიის კიჩი - ასე შეაფასა ნიუ იორკერის რედაქტორმა და ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, დავიდ რემნიკმა პუტინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია.

რისი დემონსტრირება მოახდინა პუტინმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით, როგორ უნდა გრძნობდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა, რომლის ნაკრებმაც რუსეთის ისტორიის კიჩურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა და რას ელის მოსახლეობა სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ქართველი სპორსტმენტებისგან, ამ კითხვებზე პასუხს გადაცემის პირველ ნაწილში მოვისმენთ.

"გავკარი ევროკავშირს" ასე შეიძლება ითარგმნოს მსუბუქად სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა უთხრა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კერძო სატელეფონო საუბრისას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ამ ფრაზით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ევროკავშირის პასიურობისადმი დამოკიდებულება გამოხატა. სატელეფონო საუბარი რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა - შეერთებული შტატები ამ საუბრის გავრცელებაში რუსულ კვალს ხედავს.

რამდენად სამართლიანია ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა - ამ კითხვით მივმართეთ შვედ მკვლევარს უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორს სვანტე კორნელს, რომელიც ამავდროულად რედაქტორია წიგნისა, აგვისტოს თოფები 2008.

კომენტარები