საარჩევნო კანონმდებლობა

ძიძიგური: ვფიქრობთ, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმება რეალური

wikipedia.org

ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემებზე ოპოზიციასთან შეთანხმება რეალური ჩანს.

ძიძიგურის თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის საარჩევნო კოდექსის ისეთ ვადებში მიღება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამაშის წესები იყოს ცნობილი.

"ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის საარჩევნო კოდექსის ისეთ დროში მიღება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამაშის წესები ყველა პარტიისთვის, რაც შეიძლება ადრე იყოს ცნობილი. ის თემები, რომელიც დღეს იყო განხილული, მეორე რაუნდისთვის იყო გადადებული. განხილული იყო რეალურად ის თემები, რომელიც შეეხება წარმომადგენლობების საკითხს, უფასო სარეკლამო დროს, სარეკლამო კამპანიის, შემდეგ კომპენსაციის და სხვა საკითხებს. ვფიქრობთ, ამ თემებზე შეთანხმება რეალური ჩანს, - თქვა ზვიად ძიძიგურმა.

არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეხვედრა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. შეხვედრას ზვიად ძიძიგურიც ესწრებოდა.

კომენტარები