არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: კრიტიკა, რაც ხელისუფლებაზე ვთქვი, გადაფარეს

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მის ორგანიზაციას ხელისუფლების კრიტიკა გაუჭირდება.

"არასამთავრობოებს რაც შეეხება, ჩემს შემთხევაში არც ერთი არ ჩანდა ისეთი, რომ პოზიტიურად მიეღო სექტორში ჩემი შემოსვლა და ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლებას არ აკრიტიკებს და აბა, რისთვის მოვიდაო, არადა ჩემს გამოსვლაში ღარიბაშვილსაც შევეხე, ბორდთან დაკავშირებითაც ვთქვი ცუდი რაც იყო, მანქანებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც იქვე დავეთანხმე და ყველა მიმართულებით ჩანდა ჩემი დამოკიდებულება – კრიტიკული რაც იყო ის გავიზიარე, თუმცა ყველაფერი ეს გადაფარეს. მე მაქვს შეკითხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან - ეს სექტორი ასე თავისუფლად იყო და წინა ხელისუფლებას მათზე გავლენა არ მოუხდენია? ესენი ობიექტურ პოზიციას ამჟღავნებდნენ, ახლა მე რომ შემახსენებენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა მავალია. ისინი ამას იმ დროს კარგად აკეთებდნენ? ძალიან სოლიდურებს შევახსენებ, მარტო 26 მაისის შემდეგ მათი განცხადებები კორექტული იყო?" - თქვა ივანიშვილმა გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში სტუმრობისას. მისივე თქმით, კონტროლი არ ნიშნავს მხოლოდ კრიტიკას.

"თუ მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ უნდა "ვურტყათ" და ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, ეს ჩემი აზრით, არასწორია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯანსაღ ხელისუფლებას ვერ მივიღებთ – თუ გინდა ობიექტური იყო, კარგზე კარგი უნდა თქვა, ცუდზე - ცუდი. კონტროლი არ ნიშნავს მარტო კრიტიკას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები