სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭში, ქართულ რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე, რომელიც სიმბოლურად 20:14-ზე დაიწყო, ოლიმპიური თამაშების ხუთრგოლიანი სიმბოლოს ერთი რგოლი არ გაიხსნა.

ოლიმპიადის გახსნაზე უკვე გამოვიდა საქართველოს სპორტული დელეგაცია. ქართველ ოლიმპიელებს მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური უძღვებოდა. მათი გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული. 

22-ე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 88 ქვეყნის 2 800 სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ზამთრის 15 სპორტული დისციპლინა შევიდა, რომლებიც ოლიმპიური სპორტის შვიდ სახეობას აერთიანებს. 

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 

კომენტარები