რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

მთავრობამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნა

საქართველოს პრემიერმინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლადშექმნილი სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მისი დებულება დამტკიცდა, თუმცა ჯერ ხელმძღვანელი არ ჰყავს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული სააგენტოს შექმნა კითხვებს აჩენს. რელიგიურ უმცირესობათა ნაწილის თქმით, სახელმწიფომ სააგენტო მათთან კონსულტაციის გარეშე შექმნა.

კომენტარები