უკრაინა

უკრაინულმა ოპოზიციამ რადას შენობასთან მრავალათასიანი მსვლელობა მოაწყო

უკრაინულმა ოპოზიციამ უმაღლესი რადას შენობასთან მრავალათასიანი მსვლელობა მოაწყო. აქციაში მაიდანის თავდაცვის ძალების მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. ოპოზიციონერები უმაღლესი რადასგან 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას და, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას მოითხოვენ. პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზიევმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლება დემონსტრანტთა წინააღდეგ ძალას არ იყენებს და ისიც განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეა. კიევში ეს ვლადიმირ პუტინის პოზიციად აღიქვეს.

მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები სისხლისღვრაში გადაიზარდა, ოპოზიციურ სპექტრში ახალი ძლიერი მოთამაშე - მემარჯვენე სექტორი გამოჩნდა. მემარჯვენე მებრძოლები მუდმივად წვრთნებს გადიან, რათა სპეცრაზმელებს დაუპირისპირდნენ. მათი ლიდერი კი აცხადებს, რომ არც რუსეთთან ღია დაპირისპირება აშინებს.

კომენტარები