სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი წარადგინეს

government.gov.ge

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილი დღეს წარადგინა.

თემურ მღებრიშვილმა ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძე შეცვალა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ პრემიერმინისტრს 22 იანვარს მიმართა.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი მუშაობდა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად. მას გააჩნია აღნიშნულ სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები