ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: 5-6 წელიწადში ეკონომიკის ზრდა 10%-ზე მეტი უნდა იყოს

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

{"preview_thumbnail":"","video_url":" https://www.youtube.com/watch?v=Y0OsJwYMwTE&feature=youtu.be","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, 90%-იანი ალბათობით, საქართველოში ეკონომიკის აღზევება უნდა მოხდეს.

ტაბულამ დაუსვა კითხვა - მთლიანი შიდა პროდუქტი 2004 წელს იყო 3000 დოლარი, ნაციონალურმა მოძრაობამ როცა დატოვა ხელისუფლება, 6000 დოლარს მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკა ამ პერიოდში 1.5-ჯერ გაიზარდა. თქვენ რას ელით ამ ხელისუფლების პირობებში, მშპ-მ რას შეიძლება მიაღწიოს?

ივანიშვილმა უპასუხა, "თუ კარგად წავიდა, ორნიშნიანი ციფრები უნდა მივიღოთ. დაპირებებში ყველაზე აბსტრაქტული დაპირება ეს გახლდათ. პირველ წელს საერთოდ არ ვეხებოდი, მეორე წელი იქნებოდა გასაგები. ახლა დადგა მეორე წელი ჩვენი მოსვლიდან. გუნდი, რომელიც დავტოვე და მე წამოვედი. მესამე იქნება კარგი და მეოთხე ძალიან კარგი, ვამბობდი. ეს არის ოპტიმისტური, ვისაც ეკონომიკა ესმის. ორნიშნიანი რიცხვი შეიძლება იყოს 5-6 წელიწადში. ორნიშნიანი ნიშნავს, რომ 10%-ზე მეტი უნდა იყოს ზრდა", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები