26 მაისის საქმე

უგულავა: ბურჯანაძის მანიფესტი საკუთარი პრორუსული პოლიტიკის გაპრავებას ეხებოდა

ტაბულა

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას თქმით, ნინო ბურჯანაძის რუსული მანიფესტი ძირითადად ეხებოდა საკუთარი თავის და საკუთარი პრორუსული პოლიტიკის "გაპრავებას". აღნიშნული მან ბურჯანაძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შესახებ თქვა.

"რაც შეეხება საგნობრივ მხარეს, ძალიან კონკრეტულად ქალბატონმა ნინომ აღიარა, რომ დიახ, მისი მონაწილეობით, მისი ხელის თუ სხვა საკვანძო პირების მონაწილეობით, დროშის ტარები გამოყენებული იყო როგორც ხელკეტები, ტრანსპარანტები გამოყენებული იყო, როგორც ფარი და "მოლოტოვის კოქტეილები" ასევე ეკუთვნოდათ მის მომხრეებს. მას ერთადერთი გასამართლებელი არგუმენტი ჰქონდა ის, რომ თუ ეს შესაძლებელია უკრაინაში, რატომ არ არის დასაშვები საქართველოში. მას უნდა ვუპასუხო, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის ორბიტიდან გასვლისთვის, ევროპული მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. დიახაც, ეს შესაძლებელია და დასაშვებია ამ შემთხვევაში. ნინო ბურჯანაძე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ჩაშლას ცდილობდა. იგი ღიად პრორუსულ ხაზს ატარებდა და ის და მისი ვაჟი ოცნებობდნენ რუსეთის ჯარის შემოსვლაზე. სწორედ ასეთ პირობებში ეს არ არის დასაშვები და სახელმწიფო მოქმედებს სწორად, როდესაც ასეთი რამის ალაგმვას ახორციელებს", - თქვა უგულავამ.

უგულავამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შალვა ჯანაშვილის ჩვენებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ ერთ მთავარ ფუნდამენტურ შეკითხვაზე - მიუღია თუ არა მას რაიმე უკანონო დავალება მერაბიშვილისგან, უპასუხა, რომ - არა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნინო ბურჯანაძემ 26 მაისის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა.

კომენტარები