26 მაისის საქმე

ბოკერია: ბურჯანაძის ჩვენება სიბრიყვით სავსე პოლიტიკური ლექცია იყო

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია 26 მაისის საქმეზე ნინო ბურჯანაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, სიბრიყვით სავსე პოლიტიკურ ლექციას უწოდებს.

"არანაირი სიურპრიზი არ იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც საღად აზროვნებს, ბურჯანაძის განცხადებები. ეს იყო სიბრიყვით სავსე პოლიტიკური ლექცია ადამიანისა, რომელიც ღიად შეეკრა საქართველოს მტრებს. ყველა მისი ნაბიჯი მიმართული იყო ძალადობისა და სისხლისღვრისკენ. მან ყველა შესაძლებობა, რომ ძალადობა აეცილებინა თავიდან, არათუ არ გამოიყენა, არამედ ხელი შეუწყო მას", - თქვა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ დღეს 26 მაისის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა.

ბურჯანაძე ბრალდების მხარის მოწმედ ითვლება, რომელმაც დღევანდელ დაკითხვაზე 26 მაისის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ბრალდებულები. მან გაიხსენა 26 მაისის აქციის დაშლა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ეს მიტინგის დაშლა არ ყოფილა.

კომენტარები