26 მაისის საქმე

26 მაისის საქმეზე ნინო ბურჯანაძეს კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს კითხავენ. დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და თუ დარბაზშიც იგივე განმეორდება, პროცესს დახურავს.

26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაიკითხება. დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, "ბრალდების მხარის მოწმეები საქმის საკვანძო მოწმეები არიან და ისინი თავიანთ ჩვენებებში დაადასტურებენ მერაბიშვილის დანაშაულს".

ცნობისთვის, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლოს შენობასთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები და თავისუფალი ზონის აქტივისტები. დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გააღიზიანა თავისუფალი ზონის მიერ ორგანიზებულმა მერაბიშვილის მხარდამჭერმა აქციამ. ასევე, პლაკატებმა სლოგანით - "ნინო ბურჯანაძე - გრუ-ს აგენტი".

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებული ოთარ თავართქილაძე ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

კომენტარები