ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მიუნხენში ვიტალი კლიჩკოს შეხვდა

ვიტაკლი კლიჩკო და მიხეილ სააკაშვილი
facebook.com/SaakashviliMikheil

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრება, უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ოფიციალური facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

”მიუნხენში სადაც მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა უკრაინის რევოლუციის ლიდერ ვიტალი კლიჩკოს და ასევე წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებთან არაფორმალურ შეხვედრებზე განიხილა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა” -  ნათქვამია სააკაშვილის facebook გვერდზე.

მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება პრემიერი ღარიბაშვილი და ქართული დელეგაცია.

კომენტარები