თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა

დღეს დილით ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისი-სტამბულის რეისი უნდა შეესრულებინა, ასაფრენ ბილიკზე მოცურდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ინციდენტი აფრენისას მოხდა. მგზავრების განცხადებით, თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან აფრენის მომენტში გადავიდა. მგზავრები ლაინერიდან მაშველებმა გამოიყვანეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. როგორც აეროპორტში აცხადებენ, მგზავრები გაფრენას დაახლოებით 13:30 საათზე, სხვა თვითმფრინავით შეძლებენ. ინციდენტის გამო ასევე გადაიდო სხვა რეისების შესრულებაც.

კომენტარები