ფოკუსი

მუხროვანის ამბოხი / პრობლემები პოლიციაში

მუხროვანის ამბოხისას სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი ვიდეო და ვანო მერაბიშვილის განმარტებები.
სტუმრები: იურისტები ლევან ალაფიშვილი და იაგო ხვიჩია, უშიშროების მინისტრი 1997-1998 წლებში ჯემალ გახოკიძე. გადაცემის მეორე ნაწილში კი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე.
საქართველოს იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ცნობა, რომ მათ რამდენიმე მოქალაქემ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ მიმართა, მათგან ერთი, შიო კობიძე, წამებაზე საუბრობს. ამ თემაზე ფოკუსის სტუმრები იქნებიან: ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, გიორგი მგელაძე სტუდია მონიტორიდან, ასევე შიო კობიძის ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.

კომენტარები