მერაბიშვილის საქმე

დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება

www.supremecourt.ge

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება.

პროცესზე დაცვის მხარის წარმოდგენილი მოწმეები, ყოფილი მინისტრები დაიკითხებიან. დაცვის მხარემ სასამართლოსგან მოწმეების წარმოსადგენად ოთხი პროცესი მოითხოვა.

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვთ წაყენებული. ესენია: ამომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება-გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება.

კომენტარები