პოლიციელის დაჭრა

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა შეეფარდა

court.ge

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილ კონსტანტინე გულორდავას დღეს სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი და 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. გულორდავას ადვოკატის განცხადებით, მათ პროკურატურასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

გულორდავას ოჯახის წევრები სასამართლოს განაჩენით კმაყოფილები არიან.

ცნობისთვის, 2013 წლის 12 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დაჭრილი იპოვეს. ბრალდებულმა კონსტანტინე გულორდავამ პოლიციელს ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელმა გულორდავას მეუღლის გაუპატიურება სცადა. კონსტანტინე გულორდავა ამ დროის განმავლობაში, გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

კომენტარები