მერაბიშვილის განცხადება უკრაინაზე

მერაბიშვილი: უკრაინელი ხალხი იმსახურებს და მიაღწევს ევროპულ მომავალს

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს მხარდაჭერა გამოუცხადა. მერაბიშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს და აუცილებლად მიაღწევს ევროპულ მომავალს.

"მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემ მეგობარს, ვიტალი კლიჩკოს. მე მჯერა, რომ მისი და მისი მეგობრების სახით უკრაინას ეყოლება ლიდერები, რომლებიც ქვეყანას გაუძღვებიან ევროინტეგრაციისა და რეფორმების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლა და პოლიციის რეფორმა იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაშიც საქართველოს გამოცდილება მას და უკრაინას ძალიან გამოადგება.

უკრაინელი ხალხი, ისევე როგორც ქართველი ხალხი, იმსახურებს და აუცილებლად მიაღწევს ევროპულ მომავალს," - ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები