სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ოფიციალურად ჩამოშორდა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 79–ე მუხლის მე–5 პუნქტისა და ,"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის ,"ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, სოზარ სუბარი 26 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად.
პრემიერისვე ბრძანებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ გრიგოლ გიორგაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად - ეკატერინე ქრისტესაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი.





