26 მაისის საქმე

მერაბიშვილი მზადაა, ციხიდან გაყვანის შესახებ სიცრუის დეტექტორზე შეამოწმონ

Vano Merabishvili appearing before the prosecutor’s office for interrogation.
Alexander Iskandarov

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მზად არის, ციხიდან გაყვანის საკითხზე სიცრუის დეტექტორზე შეამოწმონ. აღნიშნული მან დღეს სასამართლოში, 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე თქვა და სასამართლო დატოვა.

"მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე ან ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზის წინ დავადასტურო ჩემი სიმართლე. ვერც სოზარ სუბარი, ვერც ფარცხალაძე და ვერავინ გაბედავს სიცრუის დეტექტორზე დაჯდომას. მე ამისთვის მზად ვარ და იმედი მაქვს პროკურატურა ამ ტესტს ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა არცერთი ადამიანი, რომელსაც ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ეჭვი ეპარება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვის ეტაპით ვანო მერაბიშვილის გარეშე გაგრძელდა.

კომენტარები