პატიმრობის კოდექსში შეტანი ცვლილებების პროექტის ნაწილმა ქვეყანაში ხმაური გამოიწვია. ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა დასაშვები გახდეს პატიმრის მიმართ დამაწყნარებელი სკამის, დამაწყნარებელი საწოლის, რეზინის ხელკეტის, წიწაკის გაზის, არალეტალური იარაღის, აკუსტიკური საშუალების, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნის და სასამსახურო ძაღლის გამოყენება. ამ თემაზე უფრო ვრცლად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ნიკა კვარაცხელიას და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დამფუძნებელს, ყოფილი ომბუდსმენსა და ასევე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრს გიორგი ტუღუშს ვესაუბრებით.
ასევე: სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია დააფინანსოს. არის თუ არა ეს დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯი და რატომ არ დაფინანსდებიან სხვა რელიგიური ჯგუფები. ამ თემას რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილთან, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელ თამთა მიქელაძესთან, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს მერაბ გაფრინდაშვილთან და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ნაკაიძესთან ერთად განვიხილავთ.
ფოკუსი




