აგროკრედიტი

დავითაშვილი: ღვინის კასრების საწარმო აღდგება

ლევან დავითაშვილი
moa.gov.ge

საქართველოში აღდგება 90-იანი წლების შემდეგ გაუქმებული ღვინის კასრების საწარმო. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, "არსებული წამოწყება დადებითად წაადგება ქართულ მეღვინეობას. მეღვინეები ხშირად აწყდებიან პრობლემებს ახალი კასრების შეძენისა და ძველის აღდგენა-დამუშავების პროცესში. ღვინის კასრების საწარმო ადგილობრივი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით წარმოებულ მუხის კასრებს. ეს კი, კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს".

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს კასრების წარმოების განვითარების მიმართულებით ესპანეთში ღვინის კასრების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ასპა-ს წარმომადგენლები დაეხმარებიან. როგორც პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების გენერალურმა დირექტორმა ვასილ კალანდაძემ აღნიშნა, საწარმოს აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გურჯაანში კასრების წარმოება თებერვლიდან დაიწყება. 

კომენტარები