ილია მეორე: ჩვენ უნდა დავდგათ განწყობის თეორიის ძეგლი

შრომა მხოლოდ ფიზიკური არ არის. არსებობს სულიერი და ინტელექტუალური შრომა. მინდა მოგცეთ დავალება თემაზე – განწყობა შრომისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა დაგეგმოს ადამიანმა, რომ შრომის განწყობა შეიქმნას. თუ განწყობა არ იქნა, არაფერი გამოვა. მაგალითად, საბავშვო ბაღში ბავშვები, გოგონები სათამაშოდ ირჩევენ თოჯინებს – ზოგიერთი – ერთს, ზოგიერთი კი ბევრს. უკვე ამ დროიდან იქმნება განწყობა და როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, იმდენი შვილი ეყოლებათ, რამდენი თოჯინაც აირჩიეს ბავშვობაში. ამიტომ, განწყობის თეორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავდგათ განწყობის თეორიის ძეგლი. ვიფიქროთ, როგორ გამოვხატოთ განწყობის თეორია საქმეში. ჩვენ ის აბსტრაქტულად წარმოგვიდგენია, რადგან მიწიერ ცხოვრებაში ვერ ვხედავთ. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დაწეროთ, როგორ წარმოგიდგენიათ განწყობის თეორია შრომასთან მიმართებაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს შეექმნას განწყობა ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური შრომისთვის. კარგად გაიაზრეთ და ღრმად გააანალიზეთ, როგორ შეიძლება განვაწყოთ ადამიანი შრომისთვის. ადამიანმა უნდა გამოიყენოს ანალიტიკური აზროვნება, რომ განსაჯოს, რამდენად საჭიროა ესა თუ ის მშენებლობა და რამდენად გამოადგება მომავალ თაობებს და არ უნდა იფიქროს მხოლოდ ისე, როგორც მას მოსწონს. ჩემი აზრით, დღეს უკვე თანდათან ვფიქრობთ, გამოადგება თუ არა ესა თუ ის საქმე ჩვენს შვილებს და საჭიროა თუ არა მისი გაკეთება

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 26 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

კომენტარები