უკრაინა

უკრაინული ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს

უკრაინული ოპოზიცია იანუკოვიჩის წინადადებაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მაიდანზე გამოსვლისას პარტია უდარის ლიდიერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„ჩვენს მოთხოვნაზე დიქრატრული კანონების გაუქმების შესახებ იანუკობვჩმა მხოლოდ მათში ცვლილებების შეტანის წინადადენით გვიპასუხა. ჩვენი მკაფიო პოზიციაა ისინი გავაუქმოთ. ჩვენი მოთხოვნაა საპრეზიდენტო არჩევნების წელს ჩატარება. და ჩვენ უკან არ ვიხევთ. ვინარჩუნებთ პოზიციებს მაიდანსა და რეგიომებში. აქ ექსტრემისტები არ არიან! ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, რიმელებიც საკუთარი უფლებებისთვის იბძრვის", - განაცხადა კლიჩკომ.

ოპოზოციის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება თანახმაა დაკავებული აქტივისტები ამნისტიით გაათავისუფლოს.

მისი განცადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ოპოზიცია პროვოკაციებს არ წამოეგება.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ლიდერებმა უარი თქვეს იანუკოვიჩის წინადადებაზე, ოპოზიციას მთავრობის ხელმძღვანელობა ჩააბაროს.

თუმცა, პარტია ბატკივშჩინას ლიდერმა არსენი იაცენიუკმა მაიდანზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციას „ქვეყნის ბედისთვის პასუხსმგებლობის არ ეშინია" და ამ პასუხსიმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. „ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ წავიყვანოთ ქვეყანა ევროკაშირში, რაც გულისმხობს იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას და უკრაინას, რიგორც ევროპის ნაწილს", - განაცხადა იაცენიუკმა.

25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას წინადადებით მიმართა. მან ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერს, არსენი იაცენიუკს პრემიერმინისტრის, ხოლო პარტია "უდარის" ლიდერს ვიტალი კლიჩკოს, ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა განაცხადა. მინისტრის თქმით, კრიზისის დარეგულირების მიზნით, იანუკოვიჩი მზადაა ამ დათმობაზე წავიდეს. "თანხმობის შემთხვევაში, თუ არსენი იაცენიუკი დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, პრეზიდენტი იანუკოვიჩი მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის დათხოვნის შესახებ", - განაცხადა ლუკაშმა.

სანაცვლოდ ხალისუფლება დემონსტრანტების მიერ დაკავებული ქუჩებისა და შენობების გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები