ფოკუსი

სოჭის ოლიმპიადა / სურსათის უვნებლობა

პირველ ბლოკში: რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოწია. რამდენად ადექვატურად რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მსგავსი დემონსტრაციული ქმედებების დროს და რას უნდა ველოდოთ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ. ამის შესახებ ვისაუბრებ სტუმრებთან, GIPA-ს პროფესორთან თორნიკე შარაშენიძესთან და სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
მეორე ბლოკში: რას ჭამენ ადამიანები სხვადასხვა საკვებ დაწესებულებაში და უნდა ვენდოთ თუ რა მედიით გავრცელებულ არც თუ სასიამოვნო ცნობებს - ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში კვების სხვადასხვა ობიექტები ვირის ხორცით მარაგდება. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ხორცს ზოოპარკს აწვდიან. როგორ რეგულირდება და საერთოდ, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა საკვების უვნებლობა. ამ თემაზე ფოკუსის სტუმრები იქნებიან კახა ჩოხაძე სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ვახტანგ კობალაძე - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ლია თოდუა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან და თავსუფლების კლუბის დამფუძნებელი ზვიად ხორგუაშვილი.

კომენტარები