კეზერაშვილის საქმე

ადვოკატი: შესაძლოა კეზერაშვილი პატიმრობიდან მომავალ კვირას გაათავისუფლონ

დავით კეზერაშვილის ადვოკატების განცხადებით, არსებობს იმის შანსი რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი სასამართლომ მომავალ კვირას  პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

"სასამართლო ფიქრობს, რომ შესაძლებელია კეზერაშვილის ნდობა, ამიტომ მის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე მომავალ კვირას იმსჯელებს. ისინი დაელოდებიან ტექნიკური პროცედურების დაზუსტებას შიდა პატიმრობაზე და ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებაზე, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი ნიშანია," - განაცხადა ლუკ ფაბრარომ.

კეზერაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ორელიენ ჰამელი მიიჩნევს, რომ პროცესში უშუალოდ ჩართვის მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურა მანიპულირებს და დროს აჭიანურებს.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ დღევანდელი პროცესის გადადების გამო, რაც გამოიწვია იმან, რომ საქართველოს პროკურატურამ მოითხოვა პროცესში უშუალო ჩართვა. საქართველოს მთავრობა იყენებს იმ უფლებას, რაც მათ საერთაშორისო კონვენციით გააჩნიათ, თუმცა ისინი ამით მანიპულირებენ და დროს წელავენ. მათ თვეები დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს შუამდგომლობა დაეყენებინათ. ბევრი მტკიცებულება არსებობს იმის, რომ ექსტრადირების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. იარაღის ვაჭრობით სპეკულირება ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი მიზეზია. ეს არის ფალსიფიკაცია პოლიტიკური მიზნებისთვის," - განაცხადა ორელიენ ჰამელმა.

კომენტარები