ვითარება უკრაინაში

უკრაინის პატრიარქმა უარი თქვა იანუკოვიჩის მიერ მისთვის გადაცემულ ორდენზე

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის უარს ამბობს ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გადაცემულ ორდენზე.

"დღეს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ცნობა ჩემი დაჯილდოების შესახებ პირველი ხარისხის ორდენით ”დამსახურებისთვის - გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ” - ნათქვამია განცხადებაში.

ფილარეტმა ასევე გადაწყვიტა არ მიიღოს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ორდენი, რომლითაც ის სინოდმა 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა.

”იმ პირობებში, რაც დღეს უკრაინაში შეიქმნა, როცა დაიღუპნენ ადამიანები ხოლო კიევის ცენტრში გრძელდება საშინელი წინააღმდეგობა, მე გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ ორდენებით. ჩემი ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილია ასევე წმინდა სინოდისა და სხვა მღვდელმთავრების მიერ” - განაცხადა ფილარეტმა.

”იზიარებს რა უკრაინის ხალხის ტკივილსა და გლოვას ეკლესია ლოცულობს მშვიდობისთვის” - განაცხადა მან.

პატრიარქმა ფილარეტმა მღვდლებს მისცა ლოცვა-კურთხევა ილოცონ იქ, სადაც ითხოვს ხალხი.

კომენტარები