ვითარება უკრაინაში

იაცენიუკი: ჩვენ ვაძლევთ იანუკოვიჩს 24 საათს

არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი / wikipedia.org

უკრაინის საპარლამენტო ორგანოს, ფრაქცია ბატკივშჩინას ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩს აქვს ერთი დღე უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.

”ეს შესაძლოა ყველაზე დრამატული და ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ხუთი ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა დიდი მომავალი, უბრალოდ დახვრიტეს” - განაცხადა იაცენიუკმა მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას.

იაცენიუკმა მოუწოდა იანუკოვიჩს მიიროს გადაწყვეტილება, რადგან მან თავისი უკვე მიიღო.

”ახლა ჩვენ ვიცავთ მაიდანს. მე ვამბობ საჯაროდ, რომ ბოლომდე გავაკეთებ ყველაფერს, რათა თითოეულმა ადამიანმა შეინარჩუნოს სიცოცხლე, იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა შენარჩუნდეს, როგორც ერთიანი სახელმწიფო” - განაცხადა იაცენიუკმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის ლიდერებმა სამსაათიანი შეხვედრა გამართეს ქვეყნის პრეზიდენტთან, მაგრამ მათი თქმით, ამან შედეგი არ მოიტანა.

კომენტარები