ვითარება უკრაინაში

თუ იანუკოვიჩი არჩევნებს არ დანიშნავს, მაიდანი ხვალ შეტევაზე გადავა

უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. კლიჩკო ხვალამდე აძლევს დროს პრეზიდენტს, იმისთვის, რომ დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, უკვე ხალხი გადავა შეტევაზე.

"თუ იანუკოვიჩი არ წამოვა ჩვენთან შეხვედრაზე, ჩვენ გადავალთ შეტევაზე - სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში” - განაცხადა კლიჩკომ.

"მე მინდა მივმართო სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციის თანამშრომლებს, თქვენ ხალხი უნდა დაიცვათ და არა გამოიყენოთ მათ წინააღმდეგ ხელკეტები, ავტომატები ან იარაღი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გადმოდით ხალხის მხარეს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იარაღი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.

ყოველი თქვენგანი გამაკრიტიკებს მე დღეს, რომ არ მოგიწოდეთ მე დღეს თქვენ რაღაც აქტიური მოქმედებებისკენ. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ მაიდანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაწმინდონ. ჩვენ თავს დავიცავთ. ხვალ ჩვენ ვიქნებით გაცილებით ბევრი. და ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ვიბრძოდით” - განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარები