ვითარება უკრაინაში

უკრაინის ოპოზიცია იანუკოვიჩთან მოლაპარაკების შედეგებს მაიდანზე გამოაცხადებს

უკრაინის ოპოზიციის სამი ლიდერის პრეზიდენტ იანუკოვიჩთან სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ, მაიდანზე, სახალხო საბჭოზე გამოაცხადებენ. ამის შესახებ პარტია УДАР-ის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. 

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, ელენა ლუკაშმა განაცხადა, რომ შეხვედრა შეიძლება განახლდეს ხვალ, 23 იანვარს - მან კითხვაზე, შევიდა თუ არა მოლაპარაკებები ჩიხში, უპასუხა, რომ დასრულდა მხოლოდ მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი. 

იანუკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილი გახდა მხოლოდ შეხვედრაზე მონაწილეთა ვინაობა.

კომენტარები