ვითარება უკრაინაში

ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობები გაწყვიტოს

იაცეკ პროტასევიჩი
wikipedia.org

BBC უკრაინას ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობები გაწყვიტოს, თუ დადასტურდება, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იაცეკ პროტასევიჩმა განაცხადა.

"შოკისმომგვრელია სიახლეები უკრაინიდან... ამის შემდეგ ჩვენ აღარ შეგვიძლია საქმე დავიჭიროთ უკრაინასთან ისე, როგორც აქამდე. თუ ეს მართალია (რომ მილიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს), მაშინ ურთიერთობა უკრაინასა ევროკავშირს შორის კარდინალურ ცვლილებას განიცდის... დიალოგი უკრაინასთან საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა შეჩერდეს" - განაცხადა პროტასევიჩმა.

პროტასევიჩის თქმით- "სისხლი ქუჩებში ყველაფერს ცვლის".

კომენტარები