არეულობა კიევში

იანუკოვიჩი: ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოვუწოდებ

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს სთხოვა, რადიკალების მოწოდებებს არ აყვნენ და აღნიშნა, რომ კიევში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეაჩერონ დაპირისპირება. მე სისხლისღვრის, ძალის გამოყენების, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ვთხოვ ხალხს, დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ უკრაინაში მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

იანუკოვიჩმა წუხილი გამოთქვა კონფლიქტის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

 

კომენტარები