არეულობა კიევში

აზაროვი: უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი არ არის

wikipedia.org

კიევსა და უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გაზეთთან Аргументы и факты ინტერვიუში განაცხადა.

აზაროვის თქმით, უკრაინის მთავრობას მძიმე სიტუაციაში მუშაობა უწევს, მაგრამ კრიზისი ნამდვილად არ არის.

”კლასიკური გაგებით, პოლიტიკური კრიზისი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება იმუშაონ. როცა არ მუშაობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობა, პრეზიდენტს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება. აქედან გამომდინარე, კლასიკური გაგებით, ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის”, - აღნიშნა აზაროვმა.

პრემიერმინისტრის აზრით, მთავარი პრობლემა ოპოზიციის სიჯიუტეა, აზაროვის თქმით, მათ არ სურთ გაახილონ თვალები და დაინახონ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურადაა.

”ოპოზიცია ძალაუფლებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, ისინი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად სიტუაციის მაქსიმალურად გამწვავებასაც არ ერიდებიან”, - დასძინა აზაროვმა.

კომენტარები