ალექსანდრე ჭიკაიძე ბრიტანეთში

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს. ასევე, მივა ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბბინა სკოტლანდ იარდში.

გარდა ამისა, ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდება დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორს. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭიკაიძე ვიზიტს 24 იანვარს დაასრულებს.

კომენტარები