უკრაინა

უკრაინული ოპოზიცია „სახალხო რადას“ და „სახალხო მთავრობას“ შექმნის

A protest rally in the Maidan in Kiev
GENYA SAVILOV / AFP

კიევში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „სახალხო ვეჩეს" წინაშე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პარტია ბატკივშჩინას ლიდერმა არსენი იაცენიუკმა ოპოზიციის ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ამ გეგმის პირველიო ნაბიჯი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიერ „სახალხო რადას" შექმნა უნდა გახდეს. იაცენიუკის განცხადებით, სახალხო რადამ უკრაინელი ხალხისგან ლეგიტიმურობის მანდატი უნდა მიიღოს. შემდეგი ნაბიჯი ახალი კონსტიტუციის შემუშავება იქნება, რისთვისაც ოპოზიცია საკონსტიტუციო კრებას მოიწვევს. ასევე, პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხზე საერთო-სახალხო კენჭისყრას გამართავს. ოპოზიცია ასევე კიევის მერისა და საკრებულოს არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

იაცენიუკმა ადგილობრივი ხელსუფლების ორგანოიებს მოუწოდა, შექმნან სახალხო თავდაცვის რაზმები და ადგილებზე კორუფციასა და დამნაშავეობას შეებრძოლონ.

„სახალხო რადას შექმნის შემდეგ უნდა შეიქმნას სახალხო მთავრობა, რომელიც უკრაინას ევროკავშირისკენ წაიყვანს, შეაჩერებს იანუკოვიჩის დიქტატურას და ევროპული უკრაინის მთავრობა იქნება. ასეთია ჩვენი სამოქმედო გეგმა", - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

ამავე დროს, აქციის მონაწილეთა მოთხოვნას ოპოზიციის ერთიანი ლიდერის დასახელების თაობაზე იაცენიუკმა უპასუხა, რომ „ოპოზიციის ლიდერი თავად უკრაინელი ხალხია“. მან ასევე მხარდაჭერებს მოუწოდა, სახელმწიფო დაწესებულებების დაკავებას ნუ შეეცდებიან, ვინაიდან შენობაში შესვლა ძალაულების ხელში აღებას არ ნიშნავს. 

16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ რამდენიმე კანონპროექტი მიიღო, რომელიც ზღუდავს დემონსტრაციების მონაწილეთა უფლებებს. ასევე, დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის და ე. წ. ექსტრემისტული საქმიანობისთვის. ასევე სავალდებულო გახდა ე. წ. „უცხო აგენტად" რეგისტრირება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის. ოპოზიციამ ხელსუფლება რეპრესიებისთვის მზადებაში და სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები