საქართველო-აშშ

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია

www.donthatemiami.com

საქართველოს დღეს დილით ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვია. დელეგაციაში, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.

პირველ შეხვედრას აშშ-ის დელეგაცია ნაციონალური მოძრაობის წევრებთან მართავს. დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც - საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები