მერის არჩევნები

მაღრაძე: შევთანხმდით, რომ 40% ყველაზე უფრო მისაღებია

info9.ge

ქართული ოცნების სხდომის დასრულების შემდეგ კოალიციის წევრმა გუგული მაღრაძემ თქვა, რომ პარტიისთვის მისაღები ბარიერი თბილისის მერის არჩევნებზე 40%-ია.

„იყო ბევრი საკითხი განხილული, ის, რაც ფრაქციამ უნდა გადაწყვიტოს და იმსჯელოს. მთავარი იყო ის, რომ თვითმმართველობის კოდექსი გადის მეორე მოსმენით. განვიხილეთ რა ცვლილებები იგეგმება, ვეთანხმებით თუ არა მათ, მათ შორის, ეს ეხება საარჩევნო ბარიერის აწევასაც. საუბარი შეეხო მერის არჩევნებზე 40%-იან ბარიერსაც. გამოითქვა აზრი, რომ შეიძლება 50%-ის იყოს ეს ბარიერი, მაგრამ შევთანხმდით, რომ 40% ყველაზე უფრო მისაღებია დღეს. ამას ეთანხმება თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი", - თქვა მაღრაძემ.

კომენტარები