მერის არჩევნები

ხიდაშელი: ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მერის არჩევის ბარიერმა აიწიოს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის თქმით, მერის არჩევის ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში თანხმობა არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მთავარია, რას გადაწყვეტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი.

"თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, მსჯელობა მიმდინარეობს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და საუბარი მხოლოდ ამ ბარიერზე არ არის. პარტიებისთვის დაწესებული ბარიერის დაწევაზეც მიდის მსჯელობა. შექმნილია ინტერპარტიული ჯგუფი და ამიტომ იმის მიუხედავად, თუ რა პოზიციაზე ვართ, ვიდრე პოზიციები ინტერფრაქციულ ჯგუფში არ შეთანხმდება და შეჯერდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი. კი, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მერის არჩევის ბარიერმა აიწიოს. ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია ასეთია - ვნახოთ, რას გადაწყვეტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი", - თქვა ხიდაშელმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერის გაზრდის თემას გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, მერების არჩევა 40%-იანი ბარიერის პირობებში მოხდეს, ხოლო რაიონებთან მიმართებით დაახლოებით 33%-იანი ბარიერი დაწესდეს.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისას, მერი მხოლოდ თბილისშია პირდაპირი წესით არჩეული და დაწესებულია 30%-იანი ბარიერი. კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც თვითმმართველობის რეფორმას გეგმას, მერის პირდაპირი წესით ასარჩევად, არჩევნების ჩატარებას ყველა თვითმმართველ ქალაქში აპირებს. პირდაპირი წესით აირჩევიან გამგებლებიც.

კომენტარები