სახელმწიფო შესყიდვები

ალასანია: სახელმწიფო შესყიდვებზე ახალი სისტემა, პრაქტიკულად, შემუშავებულია

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ახალი სისტემა, პრაქტიკულად, უკვე შემუშავებულია.

„ეს საკითხი დიდი ხანია, მუშავდება. პრაქტიკულად, სისტემა უკვე შემუშავებული და მოწონებულია, რომ მისი სტანდარტიზაცია მოხდეს, გაიწეროს ტრანსპორტი, რაც მის სამსახურებრივ მოვალეობას და სპეციფიკას სჭირდება", -თქვა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში კეზერაშვილის ექსტრადიცია აუცილებლად უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადიცია, ის უნდა დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ფრანგული მხარისთვის გაგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კეზერაშვილი იყო ნაციონალების მთავარი დამფინანსებელი. ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შექმნა მან ფინანსური რესურსები. ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება იქნება დადგენილი", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები