ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: სუროგაციაზე ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებით, ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციის, აბორტების და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ ეპიზოდს.

ღარიბაშვილმა უპასუხა, "მე მოვისმინე კრიტიკაც, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. სუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, იგივე საფრანგეთში აკრძალულია სუროგაცია. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, როგორც ყველა ადამიანს. სუროგაციაზე დავობენ და მსჯელობენ ევროპაში ჩემზე კომპეტენტური ადამიანები. მე არ ვარ კომპეტენტური ამ სფეროში და რაშიც არ ვარ კომპეტენტური, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ მანამ, სანამ არ გავერკვევი".

კომენტარები