ევროკავშირი–რუსეთი

მოსკოვი ბრიუსელს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე უწყებამ სპეციალური 93-გვერდიანი მოხსენება მოამზადა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის პრეტენზია, იყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ფორპოსტი, უსაფუძვლოა.

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში შრომითი მიგრანტებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, ოფიციალური მოსკოვი ევროპის მიერ ნეოლიბერალური ფასეულობების აგრესიულ გავრცელებაზე ამახვილებს.

"ხშირია სხვა ქვეყნებისთვის ჰომოსექსუალიზმისა და ერთსქესიანთა ქორწინებების შესახებ მათთვის უცხო შეხედულებების თავზე მოხვევის მცდელობები", - ნათქვამია ანგარიშში.

მოსკოვი ბრიუსელს ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე უცხოელთა თავისუფლად შესვლის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

კომენტარები