ევროკავშირი–რუსეთი

ბრიუსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის შეხვედრა გაიმართა

       21 დეკემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლები და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. სამიტზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის  მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ვაჭრობას, ენერგიისა და  ადამიანის უფლებებზე ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წარმომადგენელების ჰერმან ვან რომპოის და ხოსე მანუელ ბაროზოს  განცხადებით მოლაპარაკებებმა პროდუქტიულად ჩაიარა. შედარებით მკაცრი იყო  ვლადიმერ პუტინის ტონი. მისთვის მიუღებელი და დისკრიმინაციულია ევროკავშირის რეგულაციები ენერგიის სფეროში, რომელიც ამ უკანასკნელის ცნობით  ენერგიის ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელადაა საჭირო.  „ჩემი  დიდიხნის მეგობარი ბაროზო, ემოციურად ცდილობდა საკუთარი პოზიციის ახსნას, რადგან იცის რომ მისი პოზიციაა არასწორია და თავს დამნაშავედ გრძნობს“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესასთან საუბარში.

            ევროკომისიის პრეზიდენტის ბაროზოს თქმით, მათ პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა ევროკავშირის და რუსეთის ეკონომიკის გარშემო და ასევე ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობაზე. ბაროზომ გამოსვლისას აღნიშნა რომ „ევროკავშირი არის რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და  მათ შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 308 მილიარდ ევროს უდრის.  გარდა ამის რუსეთში შემავალი უცხოური ინვესტიციების 75% ევროკავშირზე მოდის და ამასთანავე რუსეთის  ბაზარი მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ევროპისათვის“.

            ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვან რომპოიმ კი ხაზი გაუსვა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების  თავისუფლად ფუნქციონირების მნიშვნელობას. მან გამოხატა წუხილი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მთავრობის მოწინააღმდეგეებისადმი  მიმართულ  არაკანონიერ ქმედებებზე.

          როგორც რადიო თავისუფლება წერს, მხარეები შეეხნენ სირიის საკითხსაც,  პუტინმა აღნიშნა რომ ის ბაშარ ალ–ასადი არასდროს იცავდა. თუმცა ასევე  მიანიშნა  ევროპელ კოლეგებს, რომ ის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ძველი მოკავშირისადმი არ აპირებს.

 

კომენტარები