მერაბიშვილის საქმე

ნორლანდი: საქართველოს მთავრობამ სამართლებრივი პროცესები უნდა უზრუნველყოს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოს მთავრობა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ უზრუნველყოს სასამართლო და სამართლებრივი პროცესები - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ვანო მერაბიშვილის საქმის შეფასებისას გააკეთა.

"ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვხატეთ წუხილი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. შემიძლია აღვნიშნო, რომ მთავრობა დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ უზრუნველყოს სასამართლო და სამართლებრივი პროცედურები, რაშიც ესოდენ დაინტერესებულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე - ქართული საზოგადოება", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

საქმე ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხება, რომლის მიხდვითაც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვიან ღამით გაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მერაბიშვილის მტკიცებით, ყოფილ მთავარი პროკურორი მასზე ზეწოლას შეეცადა. ამ საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა. დასკვნის მიხედვით, ყოფილი პრემიერის საპყრობილიდან გაყვანის კადრები 24 საათში წაიშალა, ვანო მერაბიშვილის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები კი არ დადასტურდა.

კომენტარები