ბიუჯეტის პროექტი

აბესაძე: ბიუჯეტის დაუმტკიცებლობისას დაგეგმილი პროგრამები კითხვის ნიშნის ქვეშაა

droanews.ge

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერიის მიერ 2014 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

აბესაძის თქმით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაერკვა ვერც საბიუჯეტო კოდექსში, ვერც ქართულ კანონმდებლობასა და ვერც იმ წერილში, რომელიც თბილისის მერიამ მათ პრობლემების თავიდან ასაცილებლად გაუგზავნა.

"პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სოციალური და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე პრობლემები ექმნება კომუნალური ვაუჩერების დარიგებას და ოპერაციების დაფინანსებას", - თქვა აბესაძემ.

აბესაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობა მნიშვნელოვნად ზღუდავს აღმასრულებელი ორგანოს მოქმედების არეალს და თბილისის მერიას შეეძლება, მხოლოდ ხარჯოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტის ფარგლებში იმ თანხის 1/12, რაც გასული წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები