დავით უსუფაშვილი ესტონეთში

ანდრუს ანსიპი: ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატია

commons.wikimedia.org

ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ანდრუს ანსიპმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, საქართველოს ვილნიუსის სამიტის შედეგები მიულოცა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება სახალხო დიპლომატიას.

"საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თუ რა კეთილდღეობის მომტანია მათთვის ევროკავშირის წევრობა, ეს შეეხება როგორც გახსნილ საერთო ევროპულ ბაზარს, ასევე ევროპის ქვეყნებში თავისუფალ მიმოსვლას“, - განაცხადა ანდრუს ანსიპმა.

თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო მისწრაფებებთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი არსებობს.

პრემიერმინისტრი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი დაჩქარდა და დოკუმენტის ხელმოწერა დაგეგმილია აგვისტომდე.

კომენტარები