საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გარდა ამისა, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მოძრაობს ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში იმოძრავებს ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები