ინფრასტრუქტურული პროექტები

ნარმანია: რეგიონებში პროექტებზე 180 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას, ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 180 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხა საქართველოს ყველა რეგიონს მოხმარდება, გარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა.

2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზების, ხიდების, საკანალიზაციო სისტემების, სტადიონების, საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების შეკეთებას გეგმავს.

კომენტარები