პარლამენტის ვებსაიტის დაჰაკვა

პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტი ჰაკერებმა მეორედ გატეხეს

businessinsider.com

პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტი ჰაკერებმა გატეხეს. პარლამენტის საიტი მეორე დღეა გათიშულია და შესაბამისი სამსახური მის აღდგენას ცდილობს.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მერაბ გოცირიძის განცხადებით, საიტი მთლიანად დაზიანებულია და ფაილური სისტემა განულებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი ფაილური სისტემის შექმნა, რადგან ძველში ჩაწერილია ჰაკერების კოდი და იმავე სისტემის აღდგენის შემთხვევაში, საიტის დაჰაკვა ძალიან მარტივია.

გოცირიძის თქმით, 10 დღეში პარლამენტს სრულიად ახალი საიტი ექნება, რომელიც სულ სხვა კონტროლ-პანელზე იქნება აწყობილი.

შეგახსენებთ, რომ უცნობმა ჰაკერებმა პარლამენტის ვებგვერდი  31 დეკემბერსაც გატეხეს. 

კომენტარები