უგულავას საქმე

უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა 15 იანვარს გაგრძელდება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 იანვარს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, მოწმეებს უგულავას წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ.

"მათ მისცეს იგივე ჩვენება, რაც გამოძიებისთვის აქვთ მიცემული, თუმცა ეს არ არის მამხილებელი ჩვენება. მათ არაფერი იციან", - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესი დღეს ტელეკომპანია იმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მიმდინარეობდა. 

კომენტარები