პოლარული გრიგალი ამერიკაში

აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

cnn.com

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში პოლარული გრიგალის გამო, რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებში შტორმის დროს ტემპერატურას -51 გრადუსი ცელსიუსის ეფექტი ექნება.

გაუარესებული ამინდის შედეგად, უკვე 16 ადამიანი დაიღუპა. აშშ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამგვარი არქტიკული ყინვები ქვეყანაში ბოლოს 1994 წელს დაფიქსირდა.

პოლარულ გრიგალთან დაკავშირებით, ზოგიერთ შტატში დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია ათასობით ავიარეისი, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა კი პარალიზებულია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლის დატოვებისგან თავი შეიკავონ. პოლარული გრიგალის შედეგად თოვლის საფარმა კანადასა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 60 სანტიმეტრს მიაღწია.

კომენტარები